აგვისტოს ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი – ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს თვე განსაკუთრებით წარმატებული

2257
SHARE

რო­გო­რი იქ­ნე­ბა და რას მო­უ­ტანს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს აგ­ვის­ტო ფი­ნან­სუ­რი და რო­მან­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით:

ვერ­ძი
სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ მეტი დრო გა­ა­ტა­როთ ოჯახ­ში, მშობ­ლე­ბის გვერ­დით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან, იმას­თა­ნაც კი ვის­თა­ნაც ადრე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყა­ვით. ოჯახ­ში ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. შინ უმას­პინ­ძლეთ მე­გობ­რებს, სტუმ­რებს; ხში­რად მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, შე­ი­ძი­ნოთ ოჯა­ხუ­რი ნივ­თე­ბი. მეტი დრო და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი გა­მო­ყოთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის.

კურო
თვის და­სა­წყის­ში კო­მუ­ნი­კა­ცია და ურ­თი­ერ­თო­ბა მო­გინ­დე­ბათ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. მაქ­სი­ამ­ლუ­რად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით და თა­ვა­დაც გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, როცა კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს მე­გობ­რულ­ში გა­და­იყ­ვანთ. გა­მო­ი­ჩი­ნეთ მეტი ინ­ტე­რე­სი ახ­ლობ­ლე­ბის საქ­მე­ე­ბის მი­მართ და თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, დახ­მა­რეთ მათ მოგ­ვა­რე­ბა­ში. მარ­ტო­ხე­ლა კუ­რო­ებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მყარ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. იყა­ვით ჰა­ე­რო­ვა­ნი და ღი­მი­ლი­ა­ნი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. აგ­ვის­ტო­ში სტა­ბი­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გექ­ნე­ბათ. ნა­თე­სა­ვე­ბი ფუ­ლის გა­რე­შე არ დაგ­ტო­ვე­ბენ.

ტყუ­პე­ბი
თვის დას­წყი­სი­დან ფუ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მო­გე­მა­ტე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლის ინ­ტე­რე­სი გა­გიჩ­ნდეთ. გირ­ჩევთ, არ­სე­ბუ­ლი თან­ხა გო­ნივ­რუ­ლად და­ხარ­ჯოთ, რათა თვის ბო­ლოს ჯი­ბე­ცა­რი­ე­ლი არ დარ­ჩეთ. ზო­გი­ერ­თი ტყუ­პი შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდეს, რომ და­ი­ღა­ლა არაფ­რის­მომ­ცე­მი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბოთ, რომ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა და ტაიმ-აუტი აი­ღონ. ზოგი კი სა­კუ­თარ თა­ვის­თვის სა­სურ­ველ ნივთს შე­ი­ძენს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ერ­თად გა­ემ­გზავ­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად. ერ­თად გან­მარ­ტო­ე­ბით ყოფ­ნა ისე გე­სი­ა­მოვ­ნე­ბათ, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან შე­გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი. მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას.

კირჩხი­ბი

თა­ვა­დაც შე­ამ­ჩნევ­დით, რომ ივ­ლი­სის ბო­ლო­დან გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დათ გან­წყო­ბა. ღი­მი­ლი­სა და ფლირ­ტის გან­წყო­ბა­ზე დად­გე­ბით. ზო­გი­ერ­თი იმი­ჯის შეც­ვლას გა­და­წყვეტს, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოდ აი­სა­ხე­ბა თქვენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბა­საც და­იმ­სა­ხუ­რეთ. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა გა­უ­ჭირ­დეს და ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნიც კი გა­ა­ბას. ზო­გი­ერთს კი რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მხო­ლოდ იმის­თვის დას­ჭირ­დე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი თავი სა­სურ­ვე­ლად იგ­რძნოს. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, ნელ-ნელა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მო­გე­მა­ტე­ბათ.

ლომი
შე­იძ­ლე­ბა ცოტა სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­გე­ძა­ლოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ში­შე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლად იგ­რძნოთ თავი ან გა­მოჩ­ნდნენ ფა­რუ­ლი მო­შურ­ნე­ე­ბი. ზო­გი­ერთ შე­იძ­ლე­ბა უხერ­ხუ­ლო­ბა გა­უჩ­ნდეს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ური­ერ­თო­ბი­სას. მარ­ტო­ხე­ლებს გა­უ­საძ­ლი­სი სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ ოჯა­ხის შექ­მნის. სხვა­თა შო­რის ისიც უნდა ით­ქვას, რომ სიყ­ვა­რულ­ზე კი ოც­ნე­ბობთ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ნა­ბი­ჯის გა­დაგ­მას ერი­დე­ბით. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს მე­უღ­ლეს­თან გუ­ლახ­დი­ლო­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, ეცა­დეთ, ფული მო­ზო­მი­ლად ხარ­ჯოთ, ახალ და სარ­ფი­ან პრო­ექ­ტებ­ზე კი მუ­შა­ობთ, მაგ­რამ შე­მო­სა­ვალს ამა­ვე თვე­ში ნუ ელით.

ქალ­წუ­ლი
აგ­ვის­ტო­ში სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­დავთ მე­გობ­რებს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. შე­იძ­ლე­ბა მათი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დეთ და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო გა­ი­გოთ მათ­ზე. ზო­გი­ერთ მე­გო­ბარს კი ისე ახ­ლოს გა­იც­ნობთ და ისეთ თვი­სე­ბებს აღ­მო­ა­ჩენთ მას­ში, რომ მე­გობ­რო­ბას სიყ­ვა­რულ­ში გა­დაზ­რდით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ბას ადა­მი­ან­თან, ვინც მის პრო­ექტს ფი­ნან­სუ­რად და­ა­ფი­ნან­სებს. ან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დე­ბათ საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან. თუ თა­ვად მშვი­დად იქ­ნე­ბით, ოჯახ­ში ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. მეტი დრო და­უთ­მეთ შვი­ლებს, მათ აღ­ზრდას. ას­წავ­ლეთ, რომ და­გეხ­მა­რონ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. თუ შვე­ბუ­ლე­ბა­ში აპი­რებთ გას­ვლას, ოჯახ­თან ერ­თად და­ის­ვე­ნეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ შე­მო­სა­ვა­ლი. შე­იძ­ლე­ბა წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის ფული აგ­ვის­ტო­ში გა­და­გი­ხა­დონ. ზო­გი­ერ­თი კი ფა­რუ­ლი წყა­რო­დან მი­ი­ღებს მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელს. გირ­ჩევთ, სხვი­სი ფული დაკ­ვირ­ვე­ბით გან­კარ­გოთ.

სას­წო­რი
აგ­ვის­ტო­ში სამ­სა­ხუ­რი­სა და წარ­მა­ტე­ბის სფე­რო გა­გი­აქ­ტი­ურ­დე­ბათ. ნუ და­ე­ლო­დე­ბით, რო­დის შე­გამ­ჩნევთ უფ­რო­სი, თა­ვად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. რაც უფრო მეტ ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ავ­ლენთ, მით უკე­თე­სია თქვენ­თვის. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან ან სამ­სა­ხურ­ში. თუ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ხართ, მო­ემ­ზა­დეთ, რომ სამ­სა­ხურ­ში თქვე­ნი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო მო­ი­მა­ტეს უსი­ა­მოვ­ნე­ბა ოჯახ­ში. ეცა­დეთ, დრო თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოთ. სხვა­თა შო­რის, სამ­სა­ხურ­ში წარ­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა თქვენს მე­უღ­ლე­საც ეწ­ვი­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, სა­წუ­წუ­ნოდ საქ­მე ნამ­დვი­ლად არ გაქვთ. შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მო­რი­ე­ლი
მარ­ტო­ხე­ლე­ბი ძველ სიყ­ვა­რულ­ზე ფიქ­რს მო­ეშ­ვე­ბით და ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის­თვის გა­ნე­წყო­ბით. შე­იძ­ლე­ბა, სუ­ლაც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი. ან სა­ბე­დოს სპორ­ტულ მო­ე­დან­ზე, ვარ­ჯი­შის დროს შეხ­ვდეთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს თვის დას­წყის­ში შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა და­გე­ძა­ბათ. ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ნა­თე­სა­ვი იყოს. ეცა­დეთ, უსი­ა­მოვ­ნე­ბა მშვი­დად და გა­აზ­რე­ბუ­ლად მო­აგ­ვა­როთ. სა­სურ­ვე­ლია, თქვენ­მა ნათ­ქვამ­მა ახ­ლობ­ლე­ბი არ გა­ა­ნა­წყე­ნოს. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, წინა თვე­ებ­თან შე­და­რე­ბით გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ შე­მო­სა­ვა­ლი. შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­როც კი გა­მო­გიჩ­ნდეთ. ან და­წი­ნა­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­გე­ზარ­დოთ ხელ­ფა­სი.

მშვილ­დო­სა­ნი
აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი მსუ­ბუ­ქი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას უდარ­დე­ლი გექ­ნე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნიც კი გა­ა­ბათ იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რის ძი­ე­ბა­ში. მარ­ტო­ხე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ძა­ლე­ბუ­ლი გაქვთ და­წყვი­ლე­ბის, გვერ­დით “თქვე­ნი” ადა­მი­ა­ნის ყო­ლის სურ­ვი­ლი. მაგ­რამ ყო­ველ ახალ­გაც­ნო­ბილ­ში იდე­ალს ნუ ხე­დავთ. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბით სხვის ფუ­ლებ­თან თუ გაქვთ შე­ხე­ბა, ბანკთან, გა­და­სა­ხა­დებ­თან ან მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა მეტი სი­ნა­ზე და ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ პარტნი­ო­რის მი­მართ. გა­ა­ნე­ბივ­რეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით. კარგ შე­დეგს მოგ­ცემთ გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის­თვის შე­გიძ­ლი­ათ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო აი­ღოთ. თუ მთელ ქვე­ყა­ნა­ზე არ იქ­ნე­ბით გა­და­ყო­ლი­ლი, რა ფი­ნან­სე­ბიც გაქვთ, იმას იმ­ყო­ფი­ნებთ.

თხის რქა
მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მე­გობ­რო­ბის თე­მას. მარ­ტო­ხე­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით მე­წყვი­ლის ძი­ე­ბა­ში. “ვინც ეძებს – პო­უ­ლობს” და თქვენც აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­მარ­თლებთ. იღ­ბა­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რას გპირ­დე­ბათ. ერთი კი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­იზ­რდე­ბა მყარ და სა­ი­მე­დო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. დატ­კბე­ბი­ან რო­მან­ტი­კი­თა და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. აგ­ვის­ტო ის თვეა, როცა სრუ­ლად შე­იგ­რძნობთ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბას. ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მთლად იდე­ა­ლუ­რად არ გაქვთ. არა­ფე­რი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი არ შე­იძნოთ. ფუ­ლის ეკო­ნო­მი­უ­რად ხარ­ჯვას კი თქვენ ვე­რა­ვინ გას­წავ­ლით. სა­სურ­ვე­ლია, მხო­ლოდ ოჯა­ხუ­რი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხარ­ჯით შე­მო­ი­ფარ­გლოთ.

მერ­წყუ­ლი
გა­გი­უმ­ჯო­ბესდბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, ჯან­მრთე­ლო­ბა და გან­წყო­ბაც უკე­თე­სი გექ­ნე­ბათ აგ­ვის­ტო­ში. მარ­ტო­ხე­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნი გა­ა­ბან. თუმ­ცა, ვერ გე­ტყვით, რომ მათ სე­რი­ო­ზუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. დიდი ხნის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა იგ­რძნონ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. და­ფიქ­რდით, იქ­ნებ, თა­ვად ვერ უთ­მობთ მე­უღ­ლეს სა­თა­ნა­დო დროს. და კი­დევ, ერთ რა­მე­ზე გმარ­თებთ სა­კუ­თარ თავ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა, არის კი ეს ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა გსურთ. ხან­და­ხან იმი­სათ­ვის, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ერ­კვეთ, შე­იძ­ლე­ბა ცოტა ხა­ნით და­შო­რე­ბა ჯობ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, საქ­მე ცუ­დად არ გაქვთ. უფრო მე­ტიც, თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა პრე­მი­აც კი მი­ი­ღოთ კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის. ზო­გი­ერ­თის კან­დი­და­ტუ­რას კი და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

თევ­ზე­ბი
სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბაც მო­გინ­დე­ბათ. მარ­ტო­ხე­ლებს შუა აგ­ვის­ტო­დან რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ გან­წყო­ბა და თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად და­ი­წყებთ სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბას. თუმ­ცა, ეცა­დეთ, რომ ილუ­ზი­ებ­ში არ გა­და­ვარ­დეთ და აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი არ გახ­დეთ. ეცა­დეთ, დატ­კბეთ ფლირ­ტით და პა­რა­ლე­ლუ­რად გა­არ­კვი­ოთ პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორ­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლე­ბიც კი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტონ ახა­ლი რო­მა­ნის გაბ­მა. მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ შე­ი­ძი­ნოთ მცი­რე წვრილ­მა­ნი მა­ინც. გირ­ჩევთ, ფული გა­და­დოთ და ერთი და ღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნის მფლო­ბე­ლი გახ­დეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფული ლა­ტა­რი­ი­თაც კი მო­ი­გოს. ზოგს კი პარტნი­ო­რი გა­ა­ბედ­ნი­ე­რებს ფუ­ლი­თა და სა­ჩუქ­რე­ბით.

წყარო:https://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი