აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი – “მოსალოდნელია „ძველის“ „ახალთან“ დაჯახება და ამის გამო შექმნილი კონფლიქტი”

1908
SHARE

ასტროლოგი რამაზ გიგაური აგვისტოს თვის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა +” უცვლელად გთავაზობთ:

მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:
1 აგვისტო – ახალმთვარეობა
15 აგვისტო – სავსემთვარეობა
30 აგვისტო – ახალმთვარეობა

აგვისტოში – მოვლენები შედარებით მშვიდად განვითარდება. 4 აგვისტომდე საგრძნობი იქნება ივლისის ნეგატიური გავლენა, თუმცა მთლიანობაში „იოლი“ და პოზიტიური თვე იქნება.
მიუხედავად გარეგნულად მშვიდი სიტუაციისა, აგვისტოში ემოციური ფონი მაინც დაძაბული იქნება. არ არის გამორიცხული განგაშის განცდაც. ამას გაამძაფრებს 11-12 აგვისტოს იუპიტერის და ურანის მოძრაობის მიმართულების შეცვლა (იუპიტერი დირექტიული, ხოლო ურანი – რეტროგრადული გადება). ეს სოციალურ ცხოვრებას გაართულებს, რადგან განსაკუთრებულად მოიმატებს საკუთარ თავზე და საკუთარ შესაძლებლობებზე ზღვარგადასული წარმოდგენა, თავისუფლების მძაფრი განცდა და რევოლუციური განწყობა. მოსალოდნელია ნერვული დაძაბულობა, რადგან ადამიანებში ასევე მოიმატებს რაღაცის შეცვლის და ახლის გაკეთების სურვილი, რაც იოლი არ იქნება. მოსალოდნელია „ძველის“ – „ახალთან“ დაჯახება და ამის გამო შექმნილი კონფლიქტი. თუმცა ეს დადებითი ტენდენციების განვითარებაში ხელს არ შეუშლის.
15 აგვისტოს სავსემთვარეობა უფრო პოზიტიური იქნება და მისი გავლენა მოიტანს სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას პირად ცხოვრებაში.
მთლიანობაში აგვისტოს პირველი და მეორე დეკადა პოზიტიური, თუმცა არასტანდარტული იქნება. საქმიან ცხოვრებაში და ბიზნესში მოსალოდნელია ძველი პოზიციების შენარჩუნების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
15 აგვისტოდან მოვლენები კიდევ უფრო დარეგულირდება, ეს კარგი დრო იქნება აქტიური მოქმედებებისთვის და ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. ეს სასიკეთო პერიოდი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
აგვისტოს ბოლოს კიდევ ერთ ახალმთვარეობას ვიხილავთ (30 აგვისტოს), თუმცა არც ეს დღე იქნება განსაკუთრებულად ნეგატიური, უბრალოდ ყურადღევას მოითხოვს 29-30 აგვისტო. ამ დღეებში არ არის რეკომენდებული რადიკალური ცვლილებები და იმპულსური რეაქციები.
——————————————————–

– ასტროკალენდარი –

* 1 აგვისტო: ახალმთვარეობა.
ასტროლოგიურად დაძაბული, თუმცა მთლიანობაში მშვიდი დღეა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. სასიკეთო იქნება ახალი ჩანაფიქრები, ახალი მიზნების ჩამოყალიბება (ასევე ივლისში დაწყებული ჩანაფიქრების გააზრება და კორექცია).
1 აგვისტო: მერკური დირექტიული გახდება .ეს სასიკეთო გავლენას მოახდენს ურთიერთობებთან, ინფორმაციასთან და ახალ საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებთან. ოღონდ ნუ ჩაიციკლებით წვრილმანებზე. აქცენტი მსხვილ პროექტებზე გააკეთეთ.
* 11 აგვისტო: იუპიტერი > დირექტიული
შესაძლებელი გახდება გრძელვადიანი პროექტების დაწყება, უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება და საკუთარ თავზე დაკისრებული მოვალეობების ასრულება.
* 11 აგვისტო: მერკური > ლომის ზოდიაქოში
გაძლიერდება შემოქმედებითი აზროვნება, კრეატიულობა, თავდაჯერებულობა და არტისტიზმი, რაც ხელს შეუწყოს ახალი ურთიერთობების დაწყებაში და ძველი კავშირების განახლებასა და კორექციაში. შესაძლებელი გახდება ჩანაფიქრების განხორციელება.
* 12 აგვისტო: ურანი > რეტროგრადული
გაძლიერდება ცვლილებების მძაფრი სურვილი, რაც მოსალოდნელია მივიდეს აჯანყებამდე და ძველის მსხვრევამდე. ცვლილებები ფრთხილად და წინდახედულად უნდა განხორციელდეს. მოიმატებს არაადეკვატურობა. არ არის სასურველი იმპულსურობა.
* 15 აგვისტო: სავსემთვარეობა.
შემოქმედებითი დღეა. მოიმატებს ემოციურობა. სასიკეთო ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია პირად ცხოვრებაში და სასიყვარულო ურთიერთობებში.
* 18 აგვისტო: მარსი > ქალწულის ზოდიაქოში
მოიმატებს შრომისმოყვარეობა, აკურატულობა და სიფრთხილე. ჩანაფიქრების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება პრაგმატულობა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება დასახული მიზნების მიღწევა და არა ყველა წვრილმანის მოგვარება.
* 21 აგვისტო: ვენერა > ქალწულის ზოდიაქოში
დაქვეითდება ემოციურობა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ფორმალურობის გაძლიერება. სიყვარულში მოსალოდნელია სიფრთხილისა და თავშეკავებულობის გამოჩენა. ეს არ არის კარგი დრო რომანტიზმის გამოვლენისთვის. თუმცა სასიკეთო იქნება პირადი ცხოვრების ემოციების გარეშე და პრაგმატულად მართვისთვის.
* 23 აგვისტო: მზე > ქალწულის ზოდიაქოში
სიამაყე, ამბიციურობა და შემოქმედებითობა გადავა შრომისმოყვარეობაში, რეალისტურ და პრაქტიკულ მოქმედებებში. არ არის რეკომენდებული ირონია და ცინიზმი. ეს ურთიერთობებს გაართულებს. 
* 29 აგვისტო: მერკური > ქალწულის ზოდიაქოში
რეკომენდებულია წარსულის ანალიზი და მომავლის დაგეგმარება, წვრილმანების და და კონკრეტული დეტალების გათვალისწინება. საქმიან ცხოვრებაში ყველაფერი პროტოკოლამდე, ინსტრუქციებამდე და წვრილმან დეტალებამდე უნდა იქნას გათვალისწინებული.
* 30 აგვისტო: ახალმთვარეობა.
არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა აქტიური და ენერგიული დღე იქნება. მოსალოდნელია ბევრი მიმართულებით მოვლენების ავტომატურად განვითარება.
——————————————————–
ამ პერიოდებში ახალი საქმეების დაწყება და შენაძენების გაკეთება რეკომენდებული არ არის!!!
/„არაეფექტიანი“, ანუ „უკურსო“ მთვარე თბილისის მონაცემებით, შესაბამისად უცხოეთში საჭიროა თბილისთან შესაბამისი საათობრივი განსხვავების დამატება ან მოკლება/:
* 2.08.2019 0:48 – 2.08.2019 17:20
* 4.08.2019 8:27 – 4.08.2019 17:30
* 6.08.2019 11:35 – 6.08.2019 19:31
* 8.08.2019 18:58 – 9.08.2019 0:34
* 10.08.2019 23:50 – 11.08.2019 8:50
* 13.08.2019 2:11 – 13.08.2019 19:35
* 16.08.2019 5:01 – 16.08.2019 7:49
* 18.08.2019 2:34 – 18.08.2019 20:33
* 21.08.2019 8:06 – 21.08.2019 8:37
* 23.08.2019 1:32 – 23.08.2019 18:34
* 25.08.2019 10:58 – 26.08.2019 1:05
* 27.08.2019 12:55 – 28.08.2019 3:53
* 29.08.2019 4:07 – 30.08.2019 3:57
* 31.08.2019 12:46 – 1.09.2019 3:08
——————————————————–
ზოდიაქოს ნიშნებისთვის აგვისტოში ზოგადად სასიკეთო დღეები:
ვერძი: 1, 5, 9, 14, 19, 24, 28
კურო: 4, 8, 12, 17, 22, 27, 31
ტყუპები: 1, 5, 9, 14, 20, 24, 28
კირჩხიბი: 4, 8, 12, 17, 21, 27, 31
ლომი: 2, 6, 10, 15, 20, 24, 28
ქალწული: 3, 7, 13, 18, 23, 27, 31
სასწორი: 2, 6, 10, 14, 19, 24, 28
მორიელი: 3, 7, 13, 18, 23, 27, 31
მშვილდოსანი: 1, 5, 10, 14, 20, 25, 29
თხის რქა: 4, 7, 11, 16, 21, 26, 29
მერწყული: 1, 6, 10, 15, 20, 25, 29
თევზები: 3, 7, 11, 16, 22, 26, 30″,- წერს რამაზ გიგაური.

FB კომენტარები

კომენტარი