აბრამოვიჩის იახტაზე ორლანდო ბლუმი და კეტი პერი ერთად შენიშნეს

66
SHARE

რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩის იახტაზე ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი და ამერიკელი მომღერალი კეტი პერი შენიშნეს. საუბარია იახტაზე Eclipse, რომელიც ამჟამად საფრანგეთში, კანის სანაპირო ზოლთან დგას. უცხოური მედიის ცნობით, იახტის ქირაობა დღე-ღამის განმავლობაში 175 000 ფუნტი სტერლინგი ღირს. ასეთი ფასის მიუხედავად, „მდიდრები და ცნობილები“ Eclipse-ზე ხშირად ერთობიან. მათ შორის კეტი პერი და ორლანდუ ბლუმი აღმოჩნდნენ, რომლებმაც კანში „რომანტიკული რანდევუ“ მოაწყეს. გარდა ამისა, იახტაზე რეალითი შოუს – „კარდაშიანების ოჯახის“ ვარსკვლავი, კენდალ ჯენერიც იმყოფებოდა.

 13235733_1189732301067006_1674151709_n

Comments

comments