აბიტურიენტების, ჟურნალისტების და მძღოლების საყურადღებოდ !

74
SHARE

არსებობს წელიწადის მანძილზე პერიოდები, რომელსაც ასტროლოგები პლანეტების რეტრო-ფაზას უწოდებენ. ასეთ პერიოდში ესა თუ ის პლანეტა ე.წ. უკუღმა ბრუნვის პრინციპში გადადის და მზეს ჩამორჩება, რის გამოც მისი ფუნქციები დამახინჯებულად ან შესუსტებულად იწყებს გამოვლენას. რაც თავის მხრივ, პლანეტის სფეროში მომხდარ მოვლენებზეც აისახება.

ზუსტად ამგვარ პრეცედენტთან გვექნება საქმე დაწყებული 19 მაისიდან დამთავრებული 12 ივნისამდე. სწორედ დროის ამ მონაკვეთში – ანუ დაახლოებით ერთი თვის მანძილზე, პლანეტა მერკური, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებს კომუნიკაციის ხარისხსა და უნარზე ადამიანებს შორის, ინფორმაციის სწავლა-მიწოდება-გავრცელებაზე, ტექნიკის და დანადგარების გამართულად მუშაობაზე და კიდევ სხვა ბევრ საკითხებზე, რეტროგრადული  გახდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს ადამიანებში ურთიერთშეთანხმების მიღწევისას პრობლემების ალბათობა.

სასურველია ამ პერიოდის მანძილზე ნაკლებად ჩაერთოთ ცხარე დისკუსიებში, მით უმეტეს არ გაარჩიოთ საქმე ტელეფონით ან მიწერ-მოწერის გზით. სიფრთხილე გამოიჩინეთ დოკუმენტებთან. კარგად გადაამოწმეთ ნებისმიერი უმნიშვნელო დეტალი ამ მხრივ. იმიტომ, რომ შეცდომების დაშვების ალბათობა ძალზე დიდი იქნება. გარდა ამისა, მაქსიმალურად მოერიდეთ შენაძენებს – განსაკუთრებით ტექნიკის და მანქანა-დანადგარების კუთხით. რეტროგრადულ მერკურზე ნაყიდი ელექტროხელსაწყოები მალე გამოდის მწყობრიდან, ან საერთოდ ვერ ამართლებს საექსპლუატაციო ვადას. შესაძლებელია, შენაძენს ქარხნული წუნი, ან რთულად დიაგნოსტირებადი პრობლემა აღმოაჩნდეს, რომლის გადაჭრასაც თქვენი ნერვები, დრო და ფინანსები ამაოდ შეეწირება.

რეტროგრადული მერკურის პერიოდში განსაკუთრებით გაუჭირდებათ სტუდენტებს და აბიტურიენტებს. მათთვის დროის ამ მონაკვეთში გაძნელდება როგორც ახალი ინფორმაციის სწავლა, ისე ნასწავლი მასალის სწორად და რაც მთავარია, ეფექტურად გადაცემის უნარი. ამიტომ სასურველია, გამოცდების ჩაბარების თარიღი ივნისის ბოლოს გადავიტანოთ, თუ რა თქმა უნდა, შესაძლებლობები გვიწყობს ხელს.

არ არის სასურველი მერკურის ამგვარი ტრანზიტისას, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმიანობას, მით უმეტეს თუ იგი კომუნიკაციის ან საშუამავლო სფეროში მოღვაწეობას ეხება.

მაქსიმალური გაგებით მოეკიდეთ ოჯახის წევრებთან – კონკრეტულად კი დედმამიშვილებთან სწორი კომუნიკაციის საკითხს. მერკური ასტროლოგიურად და-ძმებსა და უმცროს ნათესავებზე აგებს პასუხს. ამიტომ პლანეტის რეტრო ფაზის მიმდინარეობისას, ამ ადამიანებთან ჩვენი ურთიერთობები რთულდება. სასურველია, მეტი ლოიალურობით მოვეკიდოთ ამას.

სრულად იხილეთ ლინკზე: http://www.astrologi.ge/

FB კომენტარები

კომენტარი